19 მაისი 2024,   13:30
ვრცლად
"თბილ სავარძელში მოკალათებული გარეწარი კუხიანიძე საკრებულოდან უნდა წაეთრეს" - ელისაშვილი

საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრის, ერეკლე კუხიანიძის, უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს ოპოზიციის ნაწილი.

"სამოქალაქო მოძრაობის" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილის განცხადებით, კუხიანიძემ თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს.

"ერეკლე კუხიანიძე არის ნაძირალა და გარეწარი. ჩვენი საამაყო კაცი ციხეშია გამოკეტილი ცხინვალში და ყველას ნამუსს წმენდს თავისი პრინციპულობით და გაუტეხლობით. ამ დროს კი, თბილ სავარძელში მოკალათებული გარეწარი კუხიანიძე კლავიატურაზე აკაკუნებს თითებს და შეურაცხყოფას აყენებს გაფრინდაშვილის ოჯახს. ასეთი კაცი უნდა წაეთრეს საკრებულოდან," - აღნიშნა ელისაშვილმა.

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრი საბა ბუაძე კი მიიჩნევს, რომ კუხიანიძე ხელისუფლების საერთო განწყობას ახმოვანებს.

"ის, რომ მმართველი პარტიის რიგებში კეთდება ასეთი სამრცხვინო განცხადებები და ამ განცხადებებს არ მოჰყვება არანაირი რეაგირება, გვაფიქრებინებს, რომ ამას აქვს მწვანე შუქი ზემოდან და პარტიის ხელმძღვანელობას ასეთი განცხადებები მოსწონს. მოვითხოვთ, ერეკლე კუხიანიძეს შეუწყდეს უფლებამოსილება და მოიხადოს ბოდიში. არ შეიძლება ასეთი ამორალური განცხადებები დარჩეს უპასუხოდ," - განაცხადა საბა ბუაძემ.

 

ამავე თემაზე - გაფრინდაშვილი გმირია და დანარჩენები "ჩმორდებიან?!" - კუხიანიძე "კურიერთან" კომენტარს აკეთებს

დღის ამბები