19 მაისი 2024,   15:55
ვრცლად
მიაღწიეს თუ არა ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებმა შეთანხმებას, ამ დრომდე უცნობია - სხდომა 3 საათზე მეტია, გრძელდება

უკვე სამი საათია, ოპოზიცია და უმრავლესობა დიპლომატებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან. მთავარი განსახილველი თემა საარჩევნო სისტემაა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ მოთხოვნა უცვლელია. ლიდერები ელოდებიან ეუთო/ოდირის დასკვნას გერმანული მოდელის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე, მანამდე კი დღეს მათ უნდა მოისმინონ,  რა პასუხით არის მისული უმრავლესობა დიალოგის მესამე რაუნდზე.

გარდა ამისა, "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ის აპირებს ოპოზიციონერ ლიდერებთან დაკავშირებულ, აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე ინფორმაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიაწოდოს.

უმრავლესობა კი, რომელმაც დღის პირველ ნახევარში შიდა კონსულტაციები დიპლომატების მონაწილეობით გამართა, ამბობს, რომ დღეს მხარეები გაცვლიან არგუმენტებს ინიციატივის ერთ-ერთ კომპონენტთან, მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით.

მათი თქმით, მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ აქვთ, რადგან ეს საკითხი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.

დღის ამბები