19 მაისი 2024,   12:33
ვრცლად
პრეზიდენტის ინსტიტუტი საკმაოდ დასუსტდა - არასამთავრობოები ინაუგურაციიდან 1 წლის თავზე ზურაბიშვილის საქმიანობას აფასებენ

ხვალ ზუსტად ერთი წელი გადის, რაც ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. მის ერთწლიან საქმიანობას ასამთავრობო ორგანიზაციები აფასებენ. 

"კურიერთან" საუბრისას არასამთავრობო სექტორის ნაწილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მათთვის უცნობია - მათ შორის, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებზე. ისინი პრეზიდენტის ინსტიტუტი საკმაოდ დასუსტდა - არასამთავრობოები ინაუგურაციიდან 1 წლის თავზე ზურაბიშვილის საქმიანობას აფასებენ.

არასამთავრობოების შეფასებით, პრეზიდენტის ინსტიტუტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ დასუსტდა.

"შეწყალებებთან დაკავშირებით მისი გადაწყვეტილებები, ზოგ შემთხვევაში, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ბოლოდროინდელი განცხადება ჯართან დაკავშირებით და მცდელობა, რომ ეს მედიას დაბრალებოდა, ვფიქრობ, აბსოლუტურად უაზროა. უმჯობესია, პრეზიდენტს მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს საზოგადოებასთან," - აღნიშნა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ.

"პრეზიდენტის ინსტიტუტი სხვადასხვა პროცესში აქტიურად ჩართული არ ყოფილა. ბევრ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესზე, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის იყო მნიშვნელოვანი, პრეზიდენტს საჯარო პოზიცია არ დაუფიქსირებია. როგორც ჩანს, ნდობა პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი ამ ერთი წლის განმავლობაში შერყეულია," - ამბობს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე. 

დღის ამბები