19 მაისი 2024,   12:33
ვრცლად
დიმიტრი ხუნდაძეს ზურგზე წარწერა "გაბედე" მიაკრეს

სოფელ ოძისში საოკუპაციო რეჟიმის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენენლებიც შეუერთდნენ.

მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს დაკავებული ექიმის ტყვეობიდან გასათავისუფლებლად და ყველა საერთაშორისო მექანიზმი ჩართულია.

ხუნდაძის აქციაზე მისვლას დაპირისაპირებაც მოჰყვა. მოძრაობა "გაბედეს" წევრები ხუნდაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და აღნიშნეს, რომ მას არ აქვს მორალური უფლება, გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ პროტესტში მონაწილეობა მიიღოს.

გარდა ამისა, სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა დიმიტრი ხუნდაძეს ზურგზე წარწერა "გაბედე" მიაკრეს.

დღის ამბები