05 მაისი 2024,   17:07
ვრცლად
"ჩემი გამოსვლა არანაირად არ ეხებოდა ჯარს, იყო მხოლოდ სტილისტური ფორმა" - პრეზიდენტი

ჯარზე გაკეთებული განცხადების შემდეგ დღეს  პრეზიდენტი პირველ სატელევიზიო კომენტარს აკეთებს. სალომე ზურაბიშვილი ირწმუნება, რომ მისი განცხადების კონტექსტი არ ეხებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და  იყო სტილისტური ფორმა.

"ის ჩემი გამოსვლა, რომელიც იყო სრულიად კულტურულ სივრცეში და კულტურული ინსტიტუტების მონაწილეობით იმისთვის, რომ შეგვექმნა და შევქმენით კიდევაც საკოორდინაციო ცენტრი, არანაირად არ ეხებოდა ჯარს, იყო მხოლოდ სტილისტური ფორმა, რომელიც იხმარება რიტორიკაში, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ნაკლებად ცნობილია აქ," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები