26 აპრილი 2024,   09:39
ვრცლად
"თუ ამ გზით უნდათ წასვლა, კი ბატონო - რამდენს დაიჭერენ?" - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, რომელიც მთავარ პროკურატურაში, მოწმის სტატუსით, გამოკითხვაზეა დაბარებული, საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს და დაკითხვას მაგისტრი მოსამართლის წინაშე ითხოვს. 

ბოკერია გამოკითხვაზე დაბარებას ხელისუფლების მიერ ოპოზიციონერი ლიდერების დასჯის სურვილს უკავშირებს.

"ვისარგებლებ უფლებით, რომ სასამართლოში დამიბარონ მაგისტრ მოსამართლესთან, ეს უფრო გამჭვირვალეც არის და უფრო მოსახერხებელიც. 5 წელია ეს საქმე არ გახსენებიათ და ახლა გაახსენდათ, ამ პოლიტიკურ კლიმატში, მაშინ, როდესაც ივანიშვილმა საჯაროდ დაგვიანონსა ოპოზიციურ ლიდერებს, დაისჯებითო. ვართ მზად ამ ტიპის გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის. თუ ის არ მოეგება გონს დროზე და არ გადადგამს განმუხტვისკენ ნაბიჯებს და მითუმეტეს, თუ ამ გზით წავა, კიბატონო - რამდენს დაიჭერს,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პროკურატურის განმარტებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაბარება 6 წლის წინანდელ საქმეს უკავშირდება და ის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტებს უკავშირდება მაშინ, როცა ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივანი იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები