18 მაისი 2024,   15:30
ვრცლად
ვაშინგტონი ფხენიანს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს

ვაშინგტონი ფხენიანს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა კიმ ჩენ ინს ამ გზავნილით სამხრეთ კორეაში ვიზიტის დროს მიმართა.

სტეფან ბიგანმა ჩრდილოეთ კორეის მიერ განხორციელებულ სარაკეტო ცდებზე მწუხარება გამოთქვა და ფხენიანის განცხადებები ნეგატიურად შეაფასა.

ჩრდილოეთ კორეა შტატებს წლის ბოლომდე ბირთვული განიარაღების ახალი შეთანხმების მიღწევასა და სანქციების შემცირებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფხენიანი ბირთვული ცდების ჩატარებას განაგრძობს. 

დღის ამბები