საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცა, შემთხვევა კასპის რაიონ სოფელ ქვემო ჭალაში მოხდა.
ოკუპანტებმა 90-წელს გადაცილებული მამაკაცი გაიტაცეს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
წინასწარი ინფორმაციით, გატაცებული ტყეში შეშის მოსატანად იყო წასული.
საქართველოს მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
მოსახლეობისთვის გაურკვეველია მიზეზი, თუ რატომ დაიჭირეს მამაკაცი. მათი თქმით, საოკუპაციო რეჟიმმა ის ორი დღის წინ გაიტაცა და მას შემდეგ არ გამოუშვიათ.
როგორც უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა მისი უკანონო დაკავების ფაქტი არ დასტურდება.