04 მაისი 2024,   16:28
ვრცლად
დღეს დილით "აიპლიუსის" პეკინის ფილიალი გაძარცვეს

"აიპლიუსის" პეკინის ფილიალი დღეს დილით გაძარცვეს. ამ წუთებში ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს, მძარცველები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მაღაზიიდან 15 ათასი ლარის ტექნიკაა გატანილი. მძარცველები, სავარაუდოდ არასრულწლოვნები არიან.

ფაქტი მაღაზიის სათვალთვალო კამერებმა გადაიღო ამ ეტაპზე ფაქტზე დაკავებული არავინ არ არის.

შსს-მ გამოძიება 177 მუხლის მეორე ნაწილის ა და ბ პუნქტებით დაიწყო.

დღის ამბები