19 მაისი 2024,   00:01
ვრცლად
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგში პოზიტიურ ნიშნებს ვხედავთ - კრისტიან ურსე

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდ შორის დიალოგი გაგრძელდება, რაც რეალური შედეგის მომტანი იქნება.

"მსურს, პოლიტიკურ დიალოგზეც გავამახვილო ყურადღება, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის გრძელდება. ეს საკმაოდ კომპლექსური და რთული დიალოგია, სადაც გამოსავლის პოვნა მარტივი არ არის, თუმცა პოზიტიურ ნიშნებს ვხედავთ, რომ მოლაპარაკების პროცესი გაგრძელდება. ჩვენ, შუამავლები, ვეცდებით, რომ მოლაპარაკებებით საბოლოო შედეგს მივაღწიოთ,"- განაცხადა კრისტიან ურსემ.

კრისტიან ურსემ სასამართლო სისტემის რეფორმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმების გატარების პოზიტიური მაგალითები აქვს.

"მე ვფიქრობ, რომ საქართველოს თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე სასამართლო სისტემის რეფორმების გატარების პოზიტიური მაგალითები აქვს. საუბარია მეოთხე ტალღაზე, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს იყო გრძელი და რთული პროცესი ხანგლოვანი რეფორმის განხორციელებაზე შეთანხმდნენ, თუმცა გამოწვევები ისევ არსებობს. სასამართლო სისტემაში, მნიშვნელოვანია, ფოკუსირება მოვახდინოთ ამ პროცესის ლეგიტიმურად განხორციელებაზე,"- განაცხადა კრისტიან ურსემ.

დღის ამბები