18 მაისი 2024,   22:51
ვრცლად
ვცდილობთ საერთაშორისო დონეზე რუსეთზე ზეწოლა მაქსიმალურად გაიზარდოს - ვიქტორ დოლიძე

თბილისში "ელჩების კონფერენცია 2019" გაიხსნა. სხვადასხვა ქვეყნებში აკრედიტირებული ქართველი დიპლომატები ყოველწლიურ შეხვედრაზე თბილისში შეიკრიბნენ.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელის ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ვიქტორ დოლიძის განცხადებით, დიპლომატიური სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან რუსეთზე ზეწოლა გაიზარდოს.

"სისტემურ დანაშაულად იქცა უკვე რეგიონში რუსეთის მხრიდან ამგვარი ქმედებები.  ჩვენი დიპლომატიური სამსახურის ნომერ პირველი პრობლემა არის ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი. ჩვენ ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე საელჩოებთან, რათა რუსეთზე ზეწოლა მაქსიმალურად გაიზარდოს. ერთადერთი ინსტრუმენტში ჩვენს ხელში სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობაა და მათი აქტიური ჩართულობა," - განახცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ქვეყნის დეოკუპაცია, არაღიარების პოლიტიკა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა - ეს ის საკითხებია, რომელზეც ელჩები საუბრობენ.

"ჩვენ გვქონდა რამდენჯერმე მაღალი ტრიბუნიდან საუბარი, მე გამოვედი უშიშროების საბჭოზე. ასეთ გამოსვლებს წინ უძღვის ხოლმე ინტენენსიური მუშაობა კორიდორებში, ასევე გვქონდა ძალიან აქტიური კომუნიკაცია გაეროს გენერალურ მდივანთან, მის მოადგილესთან, რომელიც თბილისშიც იმყოფებოდა ვიზიტით. ბატონ დავით ზალკალიანსაც ჰქონდა პირადი საუბრები მასთან და ისინიც ჩართულები არიან თანათავმჯდომარეების დონეზეც რუსეთის ფედერაციასთან მუშაობაში," - აღნიშნა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში კახა იმნაძემ.

ღონისძიებას საქართველოს საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები ესწრებიან.

დღის ამბები