18 მაისი 2024,   22:34
ვრცლად
ქვეყნები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ინტერესით აკვირდებიან - დიპკორპუსის წარმომადგენლები კინზინგერის წერილზე

ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული წერილის საკითხს დღეს სხვადასხვა ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ.

მათი შეფასებით, ქვეყნები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ინტერესით აკვირდებიან.

"ამერიკელ კონგრესმენთან დაკავშირებით გაკეთდა უკვე კომენტარები და მეტს ვერაფერს დავამატებ. მხოლოდ მინდა გითხრათ ერთი რამ - ამერიკის შეერთებული შტატები ერთმნიშვნელოვნად, წინაპირობის გარეშე, არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ფლაგმანი და მხარდამჭერი სახელმწიფო," - განაცხადა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში, ალექსანდრე მაისურაძემ.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში კახა იმნაძე ამბობს, რომ მისი მხრიდან საკითხზე საუბარი სწორი არ იქნება. 

"არის თემები, რომლებიც გაეროში განიხილება. ზოგადად, წესია, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკური საკითხები გაეროს დღის წესრიგში არ დგას ხოლმე, არც საქართველოს და არც სხვა სახელმწიფოების მხრიდან. ის თემები, რომლებიც მეტად აქტუალურია ქვეყნის შიგნით, მაგრამ არასდროს მოდის გაეროს არენაზე, ამიტომ ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი ამაზე საუბარი," - განაცხადა კახა იმნაძემ.

დღის ამბები