27 მაისი 2024,   11:58
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის მთავრობა BBC-ის დაფინანსების წესების გადახედვას გეგმავს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ბიბისის დაფინანსების წესების გადახედვას გეგმავს. მიზეზი ბრექსითის გაშუქებით უკმაყოფილებაა. ყოველწლიურად ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებისთვის ყველა მოქალაქე 206 დოლარს იხდის. გასულ წელს ამ მედიასაშუალების დაფინანსებამ 5 მილიარდი დოლარი შეადგინა. კანონმდებლობით სალიცენზიო გადასახადი სავალდებულოა და მისგან თავის არიდება დაჯარიმებას ითვალისწინებს.

ბრიტანეთის პრემიერმა გასცა განკარგულება, რათა ფინანსურმა უწყებებმა სალიცენზიო გადასახადისგან თავის არიდებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის გაუქმების შესაძლებლობა შეისწავლონ.

დღის ამბები