19 მაისი 2024,   05:42
ვრცლად
"ამ სისტემის დედაც" - აქციის მონაწილეებმა შსს-ს ღობეს შავი ლენტები შეაბეს

"ამ სისტემის დედაც" - ამ ლოზუნგით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამგლოვიარო აქცია გაიმართა. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სხვადასხვა სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს და პოლიციელების მხრიდან შესაძლო ზეწოლას აპროტესტებენ. აქციას შეუერთდა საკრებულოს წევრი, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი, ვახტანგ შაქარიშვილიც. მათ უწყების შენობის ღობეზე სიმბოლურად შავი ლენტი შეაბეს და მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო წარწერები დატოვეს.

აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. ანა დოლიძე აქციების გაგრძელებას აანონსებს. 

დღის ამბები