19 მაისი 2024,   20:39
ვრცლად
ვაჟა გაფრინდაშვილის აუგად მომხსენიებელი არა მარტო საკრებულოში, არამედ საზოგადოებაშიც არ უნდა იყოს - ხაბეიშვილი კუხიანიძეზე

პოლიტიკური ვაჭრობა - ასე აფასებენ საკრებულოს უმცირესობაში ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

როგორც საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ვაჟა გაფრინდაშვილის აუგად მომხსენიებელი არა მარტო საკრებულოში, არამედ საზოგადოებაშიც კი არ უნდა იყოს.

საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის თქმითვე, მსგავსი განცხადებები რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

"ფაქტობრივად პოლიტიკური ვაჭრობა გამართა უმრავლესობამ, არა და რეალობაში ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგი საკითხია. ის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობას ლეგიტიმაცია მისცა დეპუტატმა კაცმა - აი ეს გზავნილია ახლა გასაგზავნი ოკუპანტებთან, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის აუგად მომხსენიებელს დეპუტატის მანდატი კი არა, საზოგადოებაშიც კი არაფერი არ ესაქმება. თუმცა ამის ნაცვლად რას აკეთებს "ქართული ოცნება"?

ხვალ, ზეგ დანარჩენი მსოფლიო იქნება თუ ოკუპანტი, რომ დაინტერესდება ეს კუხიანიძე სად არისო, რას იტყვიან? ისევ საკრებულოს წევრი და ისევ საკრებულოს დეპუტატია ხომ? შესაბამისად, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ამ კაცს ჩამოერთვას მანდატი და ჩვენ ოკუპანტებსაც და დანარჩენს მსოფლიოსაც გავუგზავნოთ გზავნილი, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის აუგად მომხსენიებელს არა თუ საკრებულოში, არამედ საზოგადოებაშიც კი არაფერი არ ესაქმება," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები