19 მაისი 2024,   20:22
ვრცლად
სახელმწიფო ინსპექტორი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ გამომძიებლის დაკავება ბავშვის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტეს

სახელმწიფო ინსპექტორი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საგამოძიებო უწყებამ გამომძიებლის დაკავება მხოლოდ ბავშვის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტეს.

აღნიშნული განცხადება ლონდა თოლორაიამ პარლამენტში გააკეთა, სადაც  15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დეპუტატებს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

"ვერ დავეთანხმები, რომ ვინმე ელოდებოდა ბავშვის გარდაცვალებას და მხოლოდ ამის შემდეგ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, გამოძიება გრძელდება, ვმუშაობთ 24 საათიან რეჟიმში. ამ ეტაპზე იყო ამ ერთი პირის დაკავების საფუძველი, დაკავებას სჭირდება თავისი მტკიცებულებითი სტანდარტი. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, ნებისმიერი პირი, რომლის ქმედებაშიც გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, არავინ მოერიდება დაკავებას,"- განაცხადა თოლორაიამ.

მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა. ამ ფაქტს წინ უძღოდა "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლა განხორციელდა.

დღის ამბები