19 მაისი 2024,   19:20
ვრცლად
"პუტინის ჯაშუში ბერლინში" - გერმანული გამოცემა "ბილდი" სტატიას აქვეყნებს

"პუტინის ჯაშუში ბერლინში" - ამ სათაურით გერმანულმა გამოცემა "ბილდმა" სტატია გამოაქვეყნა. გამოცემა იმ რუსი დიპლომატების ვინაობას ასახელებს, რომელთაც ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამო, ქვეყანა დაატოვებინეს.

გამოცემა წერს, რომ პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული ევგენი სუცკი რუსეთის საელჩოში სამხედრო ატაშედ მუშაობდა და ის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის თანამშრომელი იყო.

ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ევგენი სუცკის გერმანელი პოლიტიკოსების გადაბირება ევალებოდა.

გერმანიამ 4 დეკემბერს ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.

დღის ამბები