19 მაისი 2024,   18:55
ვრცლად
აუცილებელია ბავშვი დაცულად გრძნობდეს თავს და ამაში სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული - სოფო კილაძე

უფლებადამცველები გარდაცვლილი მოზარდის დაკითხვის დროს არსებულ დარღვევებზე საუბრობენ. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სისტემური მიდგომის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, აუცილებელია ბავშვი დაცულად გრძნობდეს თავს და ამაში სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული.

"ჩვენ დავიწყეთ ბავშვის კოდექსზე მუშაობა იმიტომ, რომ შევხედეთ, სახელმწიფოს არ ჰქონდა სისტემური მიდგომა ბავშვებთან დაკავშირებით. ჩვენ სამი წლის წინ დავიწყეთ ბავშვთა კოდექსზე მუშაობა, რომელიც 2020 წლის პირველ ივნისს შევა ძალაში, კანონი უზრუნველყოფს ყველა პრობლემას, რომელიც ბავშვს ექნება. ეს იქნება სკოლის პრობლემა თუ ოჯახის პრობლემა. აუცილებელია მეყსეული რეაგირება ყველასი, მომავალში იქნება კიდეც ასე და ამას უზრუნველყოფს ბავშვთა კოდექსი," - განაცხადა სოფო კილაძემ.

დღის ამბები