19 მაისი 2024,   04:34
ვრცლად
აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის დაწყებას, სერგეი ლავროვი საგანგაშო გზავნილად აფასებს 

აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის დაწყებას, რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში საგანგაშო გზავნილად აფასებს სერგეი ლავროვი.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამ თემაზე რუსულ გაზეთთან ისაუბრა. ლავროვი მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანია რუსეთს უახლოესი მეზობლები მოსწყვიტოს.

"ამ ეგოისტური პოლიტიკის შედეგები დღესაც იგრძნობა" - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა ევროკავშირთან 6 ქვეყნის ინტეგრაციას ეხება, მათ შორის საქართველოც არის.

დღის ამბები