კახეთში, სოფელ კასრისწყალში 84 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივების ვერსიით, ერესტო ღულელაურს დაზიანებები სავარაუდოდ ბლაგვი საგნით თავის არეში აქვს მიყენებული.
მათივე თქმით, ხანდაზმული დაყაჩაღების მიზნით მოკლეს. კვალის დაფარვის მიზნით კი სახლის კარი ბოქლომით ჩაკეტეს.
84 წლის მამაკაცს ორი დღის განმვალობაში ეძებდნენ. პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით 64 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.