17 მაისი 2024,   12:19
ვრცლად
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. პრეზიდენტის გადადგომას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე სავარაუდო ზეწოლის გამო ითხოვენ.

იმპიჩმენტის პროცედურა იანვარში სენატში გადაინაცვლებს, სადაც უმრავლესობას ტრამპის თანაპარტიელი "რესპუბლიკელები" წარმოადგენენ. მათ უნდა გადაწყვიტონ დატოვებს თუ არა პრეზიდენტი თანამდებობას.

დონალდ ტრამპი შტატების ისტორიაში მესამე პრეზიდენტია, რომლის იმპიჩმენტსაც წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა.  

დღის ამბები