28 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
"ბავშვისთვის "შვილოს" მეტი არ მიუმართავს..." - მარინა ჩოლოიანს დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ

15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. მარიანა ჩოლოიანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, მან რამდენიმე საათში  სამედიცინო დაწესებულება დატოვოს. მის უფლებადამცველებს კი საქმის მასალები უკვე გადასცეს.

ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებული გამომძიებელი ბრალს არ აღიარებს და ირწმუნება, რომ მოზარდს არ დამუქრებია.

ადვოკატ თამარ გვაზავას განცხადებით, დედა დაუკავშირდა მარიანა ჩოლოიანს და შეატყობინა, რომ კონფლიქტი შვილთან მოუვიდა და მოზარდმა საცხოვრებელი დატოვა.

"რა თქმა უნდა, არ ადასტურებს არანაირ ფაქტობრივ გარემოებას. მთავარი ის არის, რომ მეორე დღეს, როდესაც პოლიციის განყოფილებიდან წავიდა, ბავშვი იმყოფებოდა მასწავლებელთან. დედამ გამომძიებელს შეატყობინა, რომ შვილთან კონფლიქტი მოუვიდა და სახლიდან გავიდა. ეს საუბარი იყო.

მეორე დღეს, პოლიციის განყოფილებიდან წასვლის შემდგომ, დედასა და შვილს შორის იყო კონფლიქტური ვითარება. აქედან გამომდინარე, რატომ მივიდა ეს ბავშვი ამ გადაწყვეტილებამდე და ამის დაკავშირება ცალსახად პოლიციის განყოფილებაში განვითარებულ მოვლენებთან... ვინაიდან იქ არაფერი არ ყოფილა," - აღნიშნა ადვოკატმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

"ამ ბავშვისთვის "შვილოს" მეტი არ მიმიმართავსო, სიტყვა-სიტყვით გიმეორებთ. ამ ბავშვისთვის ერთი სიტყვა ზედმეტი არ მითქვამსო. ყველაზე კრიტიკულად რომ მივუდგეთ," - განმარტა ჩოლოიანის ადვოკატმა არჩილ შაბაშვილმა.

საქმე ჩვენების მიცემის იძულების მუხლით არის აღძრული.

დღის ამბები