02 მაისი 2024,   04:41
ვრცლად
ავარია თბილისში მსხვერპლით დასრულდა - გარდაიცვალა ერთი ადამიანი, 14 კი დაშავდა

თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 14 დაშავდა.

ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახნენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები