17 მაისი 2024,   13:43
ვრცლად
ძლიერი ხანძარი ავსტრალიაში - ახალი სამხრეთ უელსის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ავსტრალიაში ახალი სამხრეთ უელსის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ძლიერი ხანძრის გამო სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. შტატში ხანძრის 100-ზე მეტი კერაა დაფიქსირებული.

სტიქიის გამო დაიკეტა გზები, დაინგრა შენობები. ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციას ხელს ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უშლის.

გასულ კვირებში ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა. მილიონზე მეტი ჰექტარის ფართობი დაიწვა.

 

დღის ამბები