17 მაისი 2024,   11:54
ვრცლად
პუტინმა ბერლინში მოკლულ ხანგოშვილს მკვლელი და ტერაქტების ორგანიზატორი უწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა ბერლინში მოკლული ხანგოშვილის საქმეზე გერმანელი ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას უპასუხა. ჟურნალისტმა პუტინს ჰკითხა, ვინ ტყუის როდესაც მოსკოვი აცხადებს, რომ ხანგოშვილის გადაცემის მოთხოვნით ბერლინს მიმართა, ბერლინი კი მოთხოვნის მიღებას არ ადასტურებს. "მოგეწონებათ თუ ასეთი მკვლელები ევროპის ქუჩებში თავისუფლად ივლიან? "- კითხვითვე უპასუხა ვლადიმერ პუტინმა.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში 23 აგვისტოს მოკლეს. გერმანიის პროკურატურაში მიიჩნევენ, რომ მკვლელს რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირი ჰქონდა. გერმანიამ რუსეთი მკვლელობის საქმეზე არასაკმარის თანამშრომლობაში დაადანაშაულა და 2 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.

"საკითხი ორი ქვეყნის სპეცსამსახურების დონეზე განიხილებოდა. კომპეტენტურმა ორგანოებმა მიიჩნიეს, რომ აზრი არ ჰქონდა გადმოცემის შესახებ ოფიციალური მოთხოვნის გაგზავნას. რადგან იცოდნენ, რომ უარს მიიღებდნენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ის მკვლელი იყო. კავკასიაში მხოლოდ ერთი აქციის დროს 98 ადამიანი გაანადგურა, მოსკოვის მეტროს ტერაქტის ორგანიზებაში მონაწილეობდა და ასეთი ადამიანი თავისუფლად დადიოდა ევროპის ერთ-ერთი დედაქალაქის ქუჩებში, ის ხომ ბერლინის ცენტრში მოკლეს.

რაც შეეხება თანამშრომლობას ის ორმხრივი უნდა იყოს. რა მოხდება თუ თქვენთან ისინი ჩამოვლენ, ვინც სირიაში ბანაკებში სხედან, იქ ტერორისტები და მკვლელები არიან, ბევრი რუსეთიდანაც. მოგეწონებათ? ეს, რომ არ მოხდეს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური უნდა გავხადოთ,"- განაცხადა პუტინმა.

დღის ამბები