17 მაისი 2024,   14:02
ვრცლად
ოკუპირებულ ცხინვალში დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის რიგით მეორე ე.წ სასამართლო პროცესი გაიმართება

ოკუპირებულ ცხინვალში დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის რიგით მეორე ე.წ სასამართლო პროცესი გაიმართება. წინა სხდომა 13 დეკემბერს შედგა. მას დაკავებული ვლადიკავკაზელ ადვოკატთან ერთად ესწრებოდა. საოკუპაციო რეჟიმის მოსამართლემ ექიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.


საოკუპაციო რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევას ედავება. მუხლი ფულადი ჯარიმას ან 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ქართველი ექიმის ოჯახის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობაში დატოვების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ექიმი არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ "საზღვარს".

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავეს. 

დღის ამბები