28 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
რატომ უნდა დავტოვო დეპუტატის მანდატი, ჩემთვის გაუგებარია - ერეკლე კუხიანიძე

საკრებულოს უმრავლესობამ დღეს ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. საუბარია მისი ფრაქციიდან გარიცხვასა და კომისიის თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენებაზე. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ისინი ერთსულოვნები არიან და ვაჟა გაფრინდაშვილთან და მის ოჯახთან მიმართებაში კუხიანიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ემიჯნებიან. თავად ერეკლე კუხიანიძისთვის გაუგებარია "ქართული ოცნების" ამგვარი ქმედება და ის, თუ რატომ უნდა დატოვოს მან მანდატი.

"რატომ უნდა დავტოვო დეპუტატის მანდატი, ჩემთვის გაუგებარია, ეს მე მიღებული მაქვს, მე ვფიქრობ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც მოხდება, გადავაფასებთ და ახალი ფორმით დავინახავთ," - განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბარში.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, თუ ერეკლე კუხიანიძეს მანდატს არ დაატოვებინებენ, ყველა სხდომა, რომელსაც კუხიანიძე დაესწრება, პროტესტის ფონზე ჩაივლის:

"საკრებულოს სხდომას დავესწრებით და მის თანამდებობიდან გადაყენებაშიც მონაწილეობას მივიღებთ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს უმრავლესობამ აიღოს პასუხისმგებლობა, როგორც აიღეს პასუხისმგებლობა, როცა ის საკრებულოს დეპუტატი გახადეს და დატოვოს მანდატი. თუ ეს არ მოხდება საკრებულოს ყველა სხდომა სადაც ეს კაცი მოვა იქნება აქციაც და სირცხვილის კორიდორი,"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები