19 მაისი 2024,   03:35
ვრცლად
"მთავრობის შექმნა არ უნდა გახდეს პრობლემა, რადგან ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს" - გიორგი ვოლსკი

დღეს პირველად "ქართული ოცნება" დიალოგის მაგიდასთან კონკრეტული ინიციატივით მივიდა. ხელისუფლებაა მზადაა, მაჟორიტარული წესით მანდატები 50-მდე შეამციროს.

შეთავაზებული ვერსიით, მე10 მოწვევის პარლამენტში 100 წევრი პროპორციული სისტემით შევა.

ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ შერეული მოდელი საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის ყველაზე ოპტიმალური საარჩევნო მოდელია.

"ჩვენ შევძელით, გაგვეკეთებინა შეთავაზება, რომ საარჩევნო მოდელი გამხდარიყო უფრო მეტად პროპორციული, თან არ დაგვეთმო მაჟორიტარული სისტემა. შერეული მოდელი არის ჩვენნაირ ოკუპირებულ ქვეყანაში სტაბილურობის გარანტი," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, ის ხალხი, საზოგადოება, რომელიც პარტიებს უკან დგას, პოლიტიკურ პრობლემებს ვერ გაუძლებს.

"პარტიებს უკან დგას საზოგადოება, სამშობლო, ქვეყანა, რომელსაც არ უნდა ისეთი სიტუაციის შექმნა, რომ მთავრობის შექმნა გახდეს პრობლემა, რადგან ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები