17 მაისი 2024,   15:28
ვრცლად
ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება და პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე, თამილა ლაფანაშვილი ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელის და პრემიერთან შეხვედრას ითხოვს.

როგორც საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული გაფრინდაშვილის მეუღლე აცხადებს, დახმარებისთვის ყველა საერთაშორისო ორგანიზაცის მიმართავს.

"ყველასთვის დიდი შოკი და იმედგაცრუება იყო რაც მოხდა, ადამიანი რისთვის ისჯება არავინ იცის, მას კრიმინალი არ ჩაუდენია. ჩვენ ისევ მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას ეს საკითხი, ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა ბერკეტის გამოყენებას, კონკრეტულ გეგმებს ვერ გეტყვით, ახლა ვითხოვ პრემიერთან შეხვედრას,"  - განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

შეგახსენებთ, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღის ამბები