17 მაისი 2024,   11:39
ვრცლად
"ცხადია აქ დიდი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას, მაგრამ მნიშვნელოვანია მოსახლეობის სოლიდარობა" - ეკა გიგაური

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს მიერ პატიმრობის მისჯას ეხმაურება.

გიგაურის თქმით, პასუხისმგებლობა დიდწილად ხელისუფლებაზეა, თუმცა მნიშვნელოვანია საზოგადოების თანამონაწილეობა და სოლიდარობა.

"ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ექიმი ძალიან მალე დაუბრუნდეს ოჯახს. ცხადია, აქ დიდი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას, მაგრამ მნიშვნელოვანია მოსახლეობის სოლიდარობა და ჩვენი პოზიციის გამოხატვაც,"  - განაცხადა ეკა გიგაურმა.

დღის ამბები