19 მაისი 2024,   20:22
ვრცლად
"ოცნება" ისეთი მოდელის შემოთავაზებას ცდილობს, რომელიც ხელს შეუწყობს დარჩნენ ხელისუფლებაში -არასამთავრობო სექტორი

ქართული ოცნების წინადადება, მანდატების გადანაწილების ახალ მოდელთან დაკავშირებით, მიუღებელია არასამთავრობო სექტორისთვისაც.

ისინი, მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებას, მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნების წინაპირობად მიიჩნევენ.

"როდესაც "ქართული ოცნება"  აქამდე ამბობდა, რომ თითქმის გერმანული მოდელი იყო არაკონსტიტუციური, მაშინ გაასწორონ ამ მოდელში ის, რაც ჰგონიათ, რომ კონსტიტუიასთან შესაბამისი არ არის.

დავინახეთ, რომ "ქართული ოცნების" მიზანი არის მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნება, სწორედ ამიტომ ცდილობს ისეთი მოდელის შემოთავაზებას, რომელიც მათ ხელს შეუწყობს დარჩნენ ხელისუფლებაში," – განაცხადა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.

დღის ამბები