19 მაისი 2024,   17:25
ვრცლად
ე.წ. ტროლების გამოაშკარავება - ბოკერია "ოცნების" ხელისუფლებას დაპირისპირების დაფინანსებაში ადანაშაულებს და გამოძიების დაწყებას მოითხოვს

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ე.წ ტროლების გამოაშკარავებამ აჩვენა, რომ ქართული ოცნება ფულს არა მხოლოდ დაპირისპირების და სიძულვილის დასათესად ხარჯავდა, არამედ საქართველოს მტრის სასარგებლოდ  თავისუფალი სამყაროს პროფანაციისთვისაც:

"ეს კვლევა ფეისბუკთან ერთად ჩატარებული ამ ლაბორატორიის მიერ, რომელიც ატლანტიკურ საბჭოსთან არსებობს, არის მტკიცებულება იმისა, როგორ მტრობდა საქართველოს დღევანელი ხელისუფლება, ამ სამარცხვინო ლიდერის, ივანიშვილის მეთაურობით, როგორ ხარჯავდა ფულს არა მხოლოდ შუღლის, დაპირისპირების, სიბინძურის და ოპონენტების დისკრედიტაციისთვის, არამედ საქართველოს შიგნით თავისუფლების იდეის, თავისუფალი სამყაროს პროფანაციისთვის, ჩვენი ქვეყნის მტრის სასარგებლოდ,"- განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ 400-ზე მეტი ქართული ანგარიში გააუქმა. ფეისბუქის განცხადებით, ყალბი პროფილები საქართველოს ხელისუფლების ნარატივს და მის საერთო მესიჯბოქს ავრცელებდნენ, ასევე, ეწეოდნენ ანტიდასავლურ კამპანიას და ოპოზიციურ ლიდერებზე ჭორებს ავრცელებდნენ.

დღის ამბები