19 მაისი 2024,   18:21
ვრცლად
"ოცნება" შეეჩვია, რომ როგორც შულერი ისე მოქმედებს, მაგრამ ისინი უკვე გამოჭერილი თაღლითები არიან" - მურთაზ ზოდელავა

უშედეგო მეოთხე რაუნდი. საარჩევნო სისტემა კვლავ განხილვის მთავარი თემაა. ოპოზიცია და ხელისუფლება ისევ ვერ თანხმდება. ასი ორმოცდაათზე - მანდატების გადანაწილების ახალი მოდელი ოპოზიციისთვის მიუღებელია. 

"ქართული ოცნება" შეეჩვია იმას, რომ როგორც შულერი ისე მოქმედებს, მაგრამ საბედნიეროდ, ისინი უკვე გამოჭერილი თაღლითები არიან, ყველა ეს მექანიზმი, რომელსაც გვთავაზობენ გაშიფრულია, ყველა ჩვეულებრივი ადამიანი აცნობიერებს და იცის უკვე ვინც არის ივანიშვილი.

მათ აღარ უნდათ იმ შემოთავაზებული მექანიზმების მოსმენა, რომელიც გვეუბნება, თუ როგორ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში "ქართული ოცნება"," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, მურთაზ ზოდელავამ.

დღის ამბები