24 ნოემბერი 2024,   23:10
ვრცლად
გიორგი სოლოღაშვილმა ცოტნე გამსახურდიას დაჭრა აღიარა - "მე მივაყენე ჭრილობები, ამ ბიჭებს არ მიუყენებიათ"

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მსჯელობს - პროცესს ხუთივე ბრალდებული ესწრება. დანაშაულს ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი სოლოღაშვილი ბრალს აღიარებს და მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

ბრალდებულის განცხადებით, მასსა და ცოტნე გამსახურდიას შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე წარიმართა, რის შემდეგაც თავად ცოტნე გამსახურდიამ ფიზიკური შეურაცხყოფა პირველმა მიაყენა.

"მე და ცოტნეს შორის შელაპარალება მოხდა. რის შემდეგაც თავი ავარიდე, სახლისკენ მოვდიოდით მე, ჩემი ძმა ტატო, დამეწია გზაში ცოტნე გამსახურდია და დამარტყა ხელი, რის შემდეგაც - მე სასაფლაოზე ღვინო მქონდა წაღებული, დანაც მქონდა, რომელიც აფექტში ამოვიღე და მე მივაყენე ჭრილობები დანით. ამ ბიჭებს არ მიუყენებიათ დანით ჭრილობა. მე ვარ დამნაშავე და ვაღიარებ დანაშაულს, - განაცხადა გიორგი სოლოღაშვილმა. 

დღის ამბები