18 მაისი 2024,   11:58
ვრცლად
"ეროვნული მოძრაობისა" და "თავისუფალი საქართველოს" წევრებმა რუსთაველზე აქცია გამართეს

"ეროვნული მოძრაობისა" და "თავისუფალი საქართველოს" წევრებმა პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობისა და 1991-92 წლების სამხედრო გადატრიალების გამოძიება მოითხოვეს. მათ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გამართეს.

აქცია 22 დეკემბერს სიმბოლურად დაამთხვიეს - სწორედ ამ დღეს 28 წლის წინ რუსთაველზე ხელისუფლებისა და მისი მოწინააღმდეგეების მხარდამჭერი შეიარაღებული ფორმირებების დაპირისპირებით დაიწყო ე. წ. "თბილისის ომი". კონფლიქტი 15 დღე გაგრძელდა და მას, ოფიციალური მონაცემებით, 113 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

"გამოძიებული იქნეს 91 წლის 22 დეკემბერს დაწყებული დანაშაული, სახელმწიფო გადატრიალება. გამოძიებული იქნეს პირველი პრეზიდენტის მკვლელობა, რომელზეც  ურცხვმა ადამიანმა, თადუმაძემ ერთი წლის დაგვპირდა, რომ გამოძიებდა, მაგრამ საქმე არ დაძრულა. 

გარდა ამისა ჩვენ ვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ მხედრიონი არ გამოყაროს თბილისის ქუჩებში," - აღნიშნა პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარემ კახა კუკავამ.

 

დღის ამბები