18 მაისი 2024,   12:12
ვრცლად
ოპოზიცია აქციებს ახალი წლის შემდეგ განაგრძობს

ოპოზიცია ქუჩის საპროტესტო აქციების განახლებას ახალი წლიდან აპირებს. ხელისუფლების მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ გამოსვლები კიდევ უფრო მძლავრი იქნება და ის ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობაში გადაიზრდება.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრის, ოთო კახიძის თქმით, 2020 წლიდან პარლამენტის პიკეტირება, სირცხვილის დერეფნები და სხვა არაძალადობრივი აქციები კვლავ აქტუალური იქნება.

"2020 წელი იქნება გადამწყვეტი წელი ივანიშვილის გასასტუმრებლად. არცერთ რადიკალურ აქციას არ გამოვრიცხავთ, ეს შეიძლება იყოს პიკეტი, ბლოკირება. ვგულისხმობ არაძალადობრივ აქციებს. არსენალი გვაქვს საკმაოდ ფართე და ამავე დროს, საერთაშორისო წნეხიც გაძლიერდება ამ ხელისუფლებაზე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ წნეხით საარჩევნო სისტემა გავხადოთ უფრო სამართლიანი,"- განაცხადა ოთო კახიძემ.

დღის ამბები