18 მაისი 2024,   10:23
ვრცლად
მაჭარაშვილი "ფეისბუქტროლებს" მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს - "იმაზე ვიზრუნოთ, თუ რა აწუხებს საზოგადოებას ყველაზე მეტად"

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის განცხადებებს, რომ "ტროლების" სკანდალი მმართველ გუნდს უკავშირდება, ოპოზიციის ფანტაზიის ნაწილს უწოდებს.

გურამ მაჭარაშვილის ყველას მოუწოდებს, საზოგადოებისთვის მეტად მნიშვნელოვანი თემებით დაკავდნენ და ამბობს, რომ ეს თემა პრიორიტეტებში არ შედის.

"ფეისბუქის" ადმინისტრაციამ გააკეთა ის, რასაც პერიოდულად აკეთებს ყველა ქვეყანაში. ახლა ოპონენტებს გამოუჩნდათ რაღაცა ახალი ფანტაზიის შესაძლებლობა.

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, საზოგადოებას, თქვენც - მედია საშუალებებსაც და ოპონენტებსაც, რომ დავკავდეთ იმაზე ზრუნვით, თუ რა აწუხებს ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები