18 მაისი 2024,   11:59
ვრცლად
"მე ვურჩევ facebook-ს, მის პატრონს თუ ვინც არის, ორმხრივად იმოქმედოს" - კარლო კოპალიანი

ყალბი სოციალური გვერდების გაუქმებას, რომელიც ხელისუფლებასთან იყვნენ კავშირში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი ეხმაურება. კოპალიანის განცხადებით, ამ მეთოდით, "ქართულ ოცნებას" ებრძვიან.

"მე ვურჩევ facebook-ს, მის პატრონს თუ ვინც არის, ორმხრივად იმოქმედოს, თუ მსგავსი იყო. მარგამ, მე უფრო დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს აქედან მოწოდებული ინფორმაცია იყო და უბრალოდ, ეს არის მეთოდი, ერთ-ერთი ხერხი, რომ როგორმე ებრძოლონ "ქართულ ოცნებას", მგრამ არაფერი არ გამოუვათ,“ – აცხადებს კოპალიანი. 

Facebook-ის მიერ ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი ასობით გვერდისა და ანგარიშის გაუქმებას ეხმაურება "პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი. ირმა ინაშვილის განცხადებით,  არავისთვის არ არის უცნობი, რომ ტროლები ჰყავს როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიციას. 

"ტროლები და ბოტები ჰყავს როგორც ხელისუფლებას, ისე სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს. არ არის ეს უცნობი არც მედიისთვის და არც საზოგადოებისთვის, რომ ტროლების სისტემას იყენებს ნაცმოძრაობის ორივე ჯგუფი და ამ ტროლების სამყაროში ყველაზე მთავარ არის სახელმწიფო რა კანონმდებლობას დაუპირისპირებს ამას, მაგრამ "ქართული ოცნება" ვიდრე თავად არ გახდა ამ შეტევის მსხვერპლი, მანამდე ხმა არ ამოიღო ამაზე,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

დღის ამბები