17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
დონალდ ტრამპს შესაძლოა ახალი ბრალდებები წაუყენონ

იმპიჩმენტის ფარგლებში ტრამპს შესაძლოა ახალი ბრალდება წაუყენონ. ამერიკული მედიის ცნობით, ამის შესახებ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის მიერ სასამართლოში გაგზავნილ დოკუმენტშია საუბარი.

ოპონენტები იმედოვნებენ, რომ თეთრი სახლის ყოფილი იურიდიული მრჩევლის დონალდ მაკგანის ჩვენების მოსმენის შემდეგ ახალი გარემოებები გამოიკვეთება, რაც ტრამპის წინააღმდეგ ბრალდებებს კიდევ უფრო დაამძიმებს.

მანამდე შტატების წარმომადგენლობითმა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა.

დღის ამბები