22 მაისი 2024,   04:56
ვრცლად
ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა

ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა.

იურისტები თვლიან, რომ პარლამენტმა არასწორად განმარტა კონსტიტუციის ის კონკრეტული მუხლი, რომელიც მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის არგუმენტად იყო მითითებული.

დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მელიას დამნაშავედ ცნობა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის დაედო საფუძვლად. საკონსტიტუციო სასამართლოსგან ადვოკატი და საიას იურისტები პარლამენტის დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას და დეპუტატის უფლებამოსილების აღდგენას ითხოვენ.

"კონსტიტუციის ჩანაწერი, სადაც მითითებულია, რომ პარლამენტარს შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება, თუკი მასთან მიმართებაში კანონიერ ძალაში არის შესული სასამართლოს განაჩენი, აქ არ იგულისხმება განაჩენი, რომლის შემდგომი გასაჩივრება არის შესაძლებელი. საკმაოდ მყარი საფუძველია საკონსტიტუციო სარჩელის. ნიკა მელიას უნდა აღუდგეს ის უფლებამოსილება, რომელიც მას აბსოლუტურად უკანონოდ და პოლიტიკური მოტივით ჩამოერთვა",  - განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.

დღის ამბები