22 მაისი 2024,   01:00
ვრცლად
"არ მინდა ჩხუბი... დაიბარეთ კომპანია" - კალაძე მშრალსა და ზაარბრუკენის ხიდზე საგზაო სამუშაოების თავიდან შესრულებას ითხოვს

კახა კალაძის თქმით, მშრალ ხიდზე და ზაარბრუკენის მიმდინარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული. დედაქალაქის მერმა მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დაავალა, რომ სამუშაოებზე პასუხისმგებელი კომპანია მერიაში დაიბარონ და ხარვეზის გამოსწორება თავისი ხარჯებით მოსთხოვონ:

"მინდა შევეხო მშრალი ხიდისა და ზაარბრუკენის ხიდის სამუშაოებს, აქ რამდენიმე დღის წინ დამთავრდა გზის მოწყობითი სამუშაოები, ვიმყოფებოდით, დავათვალიერეთ სამუშაოები, არ ვიცი, დღეს ისეთი დღეა, არ მინდა ჩხუბი და ამ თემაზე ყურადღების გამახვილება, გულზე შემოგეყრება ისეა სამუშაოები შესრულებული, განსაკუთრებით საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში, ამიტომ მშვიდად, ყოველგვარი აღელვების გარეშე, დაიბარეთ კომპანია და სამუშაოები განახორციელოს თავიდან. კატეგორიულად მიუღებელია ასეთი პროექტის ჩაბარება, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენი ლაბორატორიის თანამშრომლებმა, რომლებიც ამოწმებდნენ, აღნიშნეს, რომ ძალიან უხარისხოდ არის გაკეთებული. მინდა ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ დღესვე დაიბარეთ კომპანია და თავისი ხარჯებით გამოასწორებინეთ ყველაფერი, ააფრეზინეთ ის რაც დააგეს და თავიდან გააკეთონ ნორმალური საფარი," - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დღის ამბები