21 მაისი 2024,   14:37
ვრცლად
ოპოზიციის შავი სია და სანქციები რეჟიმის წარმომადგენელებს - ხელისუფლების ოპონენტები ინტერპარტიულ კომისიას ქმნიან

ოპოზიციის შავი სია, სანქციები მოსამართლეებს და სამართალმდამცველებს - დღეს ოპოზიციური პარტიები ლეიბორისტების ოფისში საგანგებო შეკრებას მართავენ, რათა ინტერპარტიული კომისია ჩამოაყალიბონ.

ოპოზიციის ლიდერების ინფორმაციით, ჯგუფი პოლიტიკური დევნის ფაქტების შეისწავლის. კომისიის პირველი სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება.

ოპოზიციის წევრები განცხადებით, მათ ორ სიაზე უნდა იმუშაონ. პირველ სიაში გაერთიანდებიან ის ადამიანები, რომლებიც არიან პოლიტიკურად დევნილები. ხოლო მეორე სიაში, კი ე.წ. ჯალათები, პოლიტიკური დევნის განმახორციელებლები მოიყრიან თავს.  

"ივანიშვილის რეჟიმს სხვა არაფერი დარჩენია, გარდა პოლიტიკური ნიშნით დაკავება-დაპატიმრებისა და ასეთი ფაქტების შეჯერება არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს ორი მიზანი, ერთის მხრივ ვეცდებით შევაფერხოთ პროცესი შემდგომი რეპრესიებისა, მეორეს მხრივ ვამხილოთ რეჟიმი და მივაღწიოთ იმას, რომ კონკრეტულ პირებს, როგორც რეჟიმის ხელმძღვანელებს, ასევე შემსრულებლებს დაუწესდეს სანქციები. როგორიცაა ანგარიშების დაყადაღება, გადაადგილების შეზღუდვა საერთაშორისო არენაზე და ა.შ. ასეთი პრაქტიკა არსებობს მსოფლიოში, იგივე პუტინის რეჟიმთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ ივანიშვილი ამ სიაში უკვე ჩაეწერა," - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

ოპოზიცია ამბობს, რომ სიას და პოლიტიკური დევნის კონკრეტული ფაქტების ჩამონათვალს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს და ევროკავშირს გადაუგზავნის.

დღის ამბები