26 აპრილი 2024,   07:00
ვრცლად
განმარტება ცოტნე გამსახურდიას შესახებ გასულ სიუჟეტზე

დღეს ცოტნე გამსახურდიას ოჯახმა და ადვოკატმა ვერაზე მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებულ ვერსიებზე ისაუბრეს. მათ შორის აქცენტი გაკეთდა "კურიერის" გუშინდელ რეპორტაჟზე. არხის საინფორმაციო სამსახური განმარტავს, რომ "რუსთავი 2-ის" ეთერში გასული სიუჟეტი დაფუძნებული იყო ბრალდებულისა და მოწმეების ჩვენებებზე, რომელიც ჟურნალისტმა მოიპოვა. რეპორტაჟში არ ყოფილა ავტორის ინტერპრეტაცია.

"რუსთავი 2" აშუქებს ყველა მხარის პოზიციას და არანაირი სხვა ინტერესი არც ერთი თემის მიმართ არ აქვს. მიუხედევად იმისა, რომ სიუჟეტში გამსახურდიას ადვოკატისა და ოჯახის კომენტარებიც იყო ნაჩვენები, უფლებადამცველმა არასაკმარისად მიიჩნია მათი პოზიციის გაშუქება, აქედან გამომდინარე, "კურიერი" მზადაა კიდევ ერთხელ მისცეს საშუალება დაზარალებულის ოჯახს და დაცვის მხარეს უფრო დეტალურად ისაუბრონ მომხდარი კონფლიქტის გარემოებებზე.

"რუსთავი 2" პირველი პრეზიდენტის შვილს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

დღის ამბები