22 მაისი 2024,   03:28
ვრცლად
გრიპის ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ქვეყანა ეპიდემიის ზღვარზე არ დგას - ჯანდაცვის მინისტრი

გრიპის ვირუსის გავრცელება პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანა ეპიდემიის ზღვარზე არ დგას და შესაბამისად, გრიპის ვირუსზე სავალდებულო ვაქცინაცია საჭირო არ არის. 

"ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი, რადგან ამ ეტაპზე არანაირი ეპიდემიური მონაცემები არ გაგვაჩნია. ვაქცინა, ეს არ არის პანაცეა, ამიტომ არ ვთვლი, რომ გრიპის ვირუსზე სავალდებულო ვაქცინა არის საჭირო, გრიპის ვირუსი არის ყველა ქვეყნაში ყოველ წელს და როგორმე გადავიტანთ ამას," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები