21 მაისი 2024,   23:24
ვრცლად
ივანიშვილი, გახარია, სირაძე, თადუმაძე და სხვები - ოპოზიცია ე.წ. შავ სიას 8 იანვარს გამოაქვეყნებს

სანქციები პოლიტიკოსებს, მოსამართლეებს და სამართალმდამცველებს - ოპოზიცია ე.წ.  შავ სიას 8 იანვარს გამოაქვეყნებს. პარტიებმა ინტერპარტიული კომისია ჩამოაყალიბეს, რომელმაც დღეს პირველი სხდომა გამართა.

ლიდერების ინფორმაციით, ჯგუფი  პოლიტიკური დევნის ფაქტებს შეისწავლის. ამ ფაქტებში მონაწილე პირების ჩამონათვალს კი შემდგომი სანქციებისთვის, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს და ევროკავშირს გადაუგზავნის.

ინტერპარტიული კომისია შეთანხმდა, რომ ისინი საწყის წერტილად 20 ივნისის მოვლენებს აიღებენ. აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრები ორ ძირითად სიაზე მუშაობენ.  პირველ სიაში  ის ადამიანები გაერთიანდებიან, რომლებიც პოლიტიკურად დევნილები არიან. ხოლო მეორე სიაში ე.წ. ჯალათები, პოლიტიკური დევნის განმახორციელებლები მოიყრიან თავს.   

"შევთანხმდით, რომ საწყის წერტილად ვიღებთ 20 ივნისის გავრილოვის ღამეს და მის შემდგომ მოვლენებს. აგრეთვე მოვლენებს, რომელიც 20 ივნისის შედეგად გააცოცხლეს. აგრეთვე ამ პერიოდში განხორციელებულ საქმეებს, რომელიც ეხებოდა მედია-სექტორს," - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

"იქნება პოლიტიკური დევნის შემსწავლელი კომისია, რომელიც გამოავლენს ერთის მხრივ პოლიტპატიმრებს და პოლიტიკური რეპრესიების ქვეშ მყოფ ადამიანებს და ასევე გამოავლენს იმ პოლიციელებს, პროკურორებსა და  მოსამართლეებს, რომლებიც ბოროტად იყენებენ უფლებამოსილებას და არღვევენ კანონს. მათი სია კი გადაეგზავნება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, იმისთვის, რომ ეს ადამიანები გახდნენ ინდივიდუალური სანქციების სამიზნე," - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

"ლეიბორისტული პარტიის" წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა ე.წ. შავ სიაში შესაყვანი კონკრეტული გვარებიც დაასახელა.

"თამამად შეიძლება თქმა, რომ პოლიტიკური რეპრესიების განმხორციელებელი მთავარი პირები არიან, რა თქმა უნდა, ივანიშვილი, გახარია, ჩუბინიძე, მათი ბრძანებების შემსრულებელი სირაძე, თადუმაძე, ვასაძე, ფილიშვილი. ეს არის მცირე ჩამონათვალი ამ სიიდან. 200-ზე მეტი ადამიანი უკანონო პოლიტიკური დაკავების მსხვერპლი იყო. გაცილებით უფრო დიდი სია იქნება," - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.

 

დღის ამბები