14 მაისი 2024,   22:31
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტმა დევნილთა და ეკომოგრანტთა სააგენტოს დირექტორად ბესარიონ სიმონიშვილი წარადგინა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი წარადგინა.

"ჩვენი საზოგადოებისთვისა და სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა დევნილთა და მიგრანტთა კეთილდღეობა. ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ უფრო ეფექტური გაგვეხადა მათთვის ყველა ის საშუალება და ღონისძიება, რომელსაც სახელმწიფო გეგმავს," - აღნიშნა ჯანდაცვის მინისრტრმა ეკა ტიკარაძემ.

2019 წლის დეკემბერში შექმნილი სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიზანს, დევნილთა და ეკომიგრანტთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, მათი განსახლება და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს.  პარალელურად სააგენტო, დევნილთა და ეკომიგრანტთა დასაქმების საკითხებზეც იმუშავებს.

 

 

 

დღის ამბები