19 მაისი 2024,   04:59
ვრცლად
დიდ დიღომში კერძო საცხოვრებელი სახლის ეზოში ცეცხლი გაჩნდა

ხანძარი დიდ დიღომში - ხელაშვილის ქუჩაზე კერძო საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარ დამხმარე ნაგებობას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიცია. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.   

დღის ამბები