18 მაისი 2024,   16:29
ვრცლად
სამთავრობო ნარატივის მქონე ტელევიზიებს ხელისუფლება სათათბურე პირობებს უქმნის - აქტივისტები აქციას მართავენ

ტელეკომპანიების მხარდამჭერი აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს.

მაუწყებლებს, რომლებსაც ფინანასთა სამინისტრომ ინკასო დაადო, სოლიდარობას მოძრაობა "სირცხვილიას" და "შეცვალეს" წევრები უცხადებენ.

მათი განცხადებით, ხელისუფლება ტელევიზიებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

"ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ დასაჯოს ეს ტელეკომპანიები, რომლებიც არ ასრულებენ მის დავალებებს, რომლებიც არ ასრულებენ სახელმწიფო ნარატივს და ამავდროულად ჩვენ ვხედავთ სამთავრობო ნარატივის მქონე ტელევიზიებს, რომლებსაც მილიონობით ლარი აქვთ ვალი და არანარი პრობლემა არ ექმნებათ, პირიქით სათათბურე პირობები აქვთ შექმნილი," - აღნიშნა ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილისთვის გაუგებარია, რატომ არ დაადო ფინანსთა სამინისტრომ ინკასო სხვა ტელევიზიებს, რომლებსაც ასევე აქვთ ბიუჯეტის ვალი.

"ჩვენ ვითხოვდით სამართლიან მიდგომას, ჩვენ ვითხოვდით თანასწორობას და მივიღეთ ინკასო. მე მაქვს ერთადერთი შეკითხვა, რატომ არ ადევს ინკასო "იმედისა" და "მაესტროს" ანგარიშებს?" - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

დღის ამბები