14 მაისი 2024,   14:13
ვრცლად
"სამინისტროს არ აქვს კონკრეტული გადაწყვეტილება" - ეკატერინე დგებუაძე ხელოვანების მოთხოვნის შესახებ  

ხელოვანების მიერ, კულტურის სფეროს პრიორიტეტად გამოცხადებასა და სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბების მოთხოვნას მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ეხმაურება.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ამბობს, სამინისტროს ამ თემასთან დაკავშირებით, კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

"სამინისტროს არ აქვს კონკრეტული გადაწყვეტილება, ჩემთვის ეს არ არის ცნობილი. ვერ ვიტყვი, სამინისტრო იყოფა თუ არ იყოფა. მე გითხარით, ზოგადი განათლების საფეხურზე მისი ძლიერი მხარე რა არის - ამ პერიოდის განმავლობაში, ერთობლივად თანამშრომლობის ფარგლებში მოხდეს მნიშვნელოვანი ღონისძიებების ერთობლივად დაგეგმვა და სასკოლო ცხოვრებაში უფრო მეტი აქტიური პროექტების განხორციელება. მე ვერ ვხედავ სუსტ მხარეს...ძლიერი მხარით შემიძლია ვთქვა, რომ ამან შესძინა უფრო მეტი კომუნიკაცია, უფრო მეტი პროექტი," - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

 

დღის ამბები