14 მაისი 2024,   08:59
ვრცლად
არ არის მნიშვნელოვანი, რას მიიჩნევს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება კანონიერად - თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ მთავრობის ძალისხმევა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად არის უპრეცედენტო და ეს პროცესი გაგრძელდება.

მინისტრის განცხადებით, არ არის მნიშვნელოვანი, რას მიიჩნევს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება კანონიერად.

"მთავრობის ძალისხმევა არის რა თქმა უნდა უპრეცედენტო და მომავალშიც გაგრძელდება ეს პროცესი. რაც შეეხება არაღიარებული ე.წ. ხელისუფლების და მისი წარმომადგენლების თუ მეთაურების განცხადებებს, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არ არის ისინი რას თვლიან კანონიერად, კანონიერად ჩვენ ვთვლით გადაწყვეტილებას, რაც იქნება ექიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები